ახალი ამბები

მირონოვი იმედოვნებს, რომ სააკაშვილი 9 მაისს მოსკოვს ეწვევა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა, რომელიც 22 აპრილს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 9 მაისს ეწვევა მოსკოვს, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იგეგმება.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვა მოსკოვში“, განაცხადა სერგეი მირონოვმა და აქვე დასძინა, “ზეიმის პირობებშიც შეიძლება მოლაპარაკებების გამართვა“. 


ჯერ–ჯერობით უცნობია თბილისის პოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button