ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან საზღვრის 120 კმ–იანი მონაკვეთი შეთანხმებულია

20–21 აპრილს თბილისში გაიმართა რუსეთ–საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე რუსული და ქართული კომისიების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ შეთანხმდა საზღვის 120 კმ–იანი მონაკვეთის დელიმიტაციის საკითხები, იუწყება 22 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა არ აკონკრეტებს საზღვრის რომელ მონაკვეთზეა საუბარი.


ასევე განიხილულ იქნა მხარეთა პოზიციები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებთან და საზღვაო სივრცის გამიჯვნასთან დაკავშირებით. მხარეებმა რუსეთ–საქართველოს საზღვრის შესახებ შეთანხმების პროექტები გაცვალეს.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარააკებათა მორიგი რაუნდი რუსეთში გაიმართება.


 

მსგავსი/Related

Back to top button