ახალი ამბები

საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სუუამის საკითხი განიხილეს

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 20 აპრილს თავის უკრაინელ კოლეგას ბორის ტარასიუკს შეხვდა. “ინტერფაქსის“ ცნობით, მინისტრებმა სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ორგანიზაციისთვის სახელის შესაძლო შეცვლის და ამ ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღების საკითხი განიხილეს.


“ჩვენ განვიხილეთ ორგანიზაციის სახელწოდების შესაძლო შეცვლის საკითხი, ასევე მისი სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნის შესაძლებლობები“, აცხადებს “ინტერფაქსი“ ბორის ტარასიუკის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე არ გამორიცხა სუუამში სხვა სახელმწიფოების გაწევრიანების შესაძლებლობა.

ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლოა 21 აპრილს კიშინიოვში გაგრძელდეს, სადაც დაგეგმილია  სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა.


სუუამი 1997 წელს შეიქმნა და პირველად მხოლოდ ოთხ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებდა. მოგვიანებით, 1999 წელს მას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა ბოლო წლებში სუუამს უზებეკეთი სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button