skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: ბომბის შესახებ შეტყობინება პროვოკაციაა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ დღეს  პარლამენტში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა. მისი თქმით, არაკეთილმოსურნენი დაინტერესებულები არიან ჯორჯ ბუშის ვიზიტის წინ ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა გაჩნდეს.


“ეს უკავშირდება პრეზიდენტ ბუშის ვიზიტს, რომელიც როგორც წესი დაცვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ვიღაცას სურს ამ ვიზიტის წინ საქართველოს არასტაბილური ქვეყნის იმიჯი შეუქმნას“, განუცხადა ჟურნალიტებს 19 აპრილს ნინო ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button