skip to content
ახალი ამბები

ქობულეთი ენერგოსისტემას დამატებით 72 მგვტ ენერგიას მიაწვდის

ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორის მოგენს ჰანსის ინფორმაციით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა  ქობულეთის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც  2002 წელს დაიწყო.  


ქობულეთის თბოელექტროსადგური, რომლის მშენებლობის დასრულებაც მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება, ენერგოსისტემას 72 მგვტ–ით მოამარაგებს.


“თავდაპირველად, თბოელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებამდე, ელექტროენერგია ძირითადად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებზე გადანაწილდება“, განაცხადა მოგენს ჰანსმა 18 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


მისი თქმით, ბათუმის ნავთობტერმინალი ქობულეთის ელექტროსადგურის მშენებლობაზე საერთო ჯამში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button