ახალი ამბები

ევროპის საბჭო საქართველოს კონვენციების რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

სოციალური და უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ სამი კონვენციის რატიფიცირება იმ სასწრაფო ღონისძიებებს შორისაა, რომლის განხორციელებასაც ევროპის საბჭო საქართველოსგან 2005 წლის სექტემბრამდე ითხოვს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 16 აპრილს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.


“საქართველოს პარლამენტარებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამართულ მოლაპარაკებებზე მე მოვთხოვე მათ დააჩქარონ სამი კონვენციის რატიფიცირება, რის შესახებაც ვალდებულება საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო“, განაცხადა ტერი დევისმა.


“ერთი კონვენცია ეხება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს სახელწოდებით – ევროპის სოციალური ქარტია . ხოლო დანარჩენი ორი – უმცირესობათა უფლებებს და უმცირესობათა ენების გამოყენებას“, დასძინა მან.


ტერი დევისმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მას სამივე კონვენციის რატიფიცირებას 2005 სექტემბრისთვის დაჰპირდა და თან დასძინა, რომ “ეს სასწრაფო საქმეა“.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button