skip to content
ახალი ამბები

“რესპუბლიკელები” შუალედური არჩევნების დროულად დანიშვნას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკელებიდან” დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა იმ მიზეზების დასახელება, რის გამოც, მისი თქმით, ხელისუფლება შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დანიშვნასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებას აჭიანურებს, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.


თითქმის ერთი წელია რაც ბათუმიდან, ქობულეთიდან, შუახევიდან და ტყიბულიდან მაჟორიტარული საპარლამენტო ადგილები ვაკანტურია. “რესპუბლიკელები“ ამ ადგილების შესავსებად ხელისუფლებას შუალედური არჩევნების დანიშვნის დაჩქარებას თხოვენ.


“ხელისუფლებას ეშინია, რომ ჩვენ [რესპუბლიკელები] დავამარცხებთ მათ კანდიდატებს, განსაკუთრებით აჭარის ოლქებში და სწორედ ამიტომ, აჭიანურებს არჩევნების დანიშვნას“, განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის ხელმძღძვანელობასთან შელაპარაკების გამო მას სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button