skip to content
ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია თბილისში სამხედრო ბაზების და ჩარჩო ხელშეკრულების საკითხებს განიხილავს

13 აპრილს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩამოდის, რომელიც ქართულ მხარესთან ჩარჩო ხელშეკრულების და ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანის საკითხებს განიხილავს.


გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა თბილისში სამხედრო საკითხებზე გამართეს მოლაპარაკებები. მხარეებმა უარი თქვეს  მოლაპარაკებების დეტალების გაჟღერებაზე პროცესის საბოლოო დასრულებამდე.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button