skip to content
ახალი ამბები

საქართველომ 13 ჩეჩენს 84,500 ევრო უნდა გადაუხადოს

ევროპის ადამიანის უფლებათა  სასამართლომ რუსეთის საზღვრის მახლობლად 2002 წლის აგვისტოში დაკავებული 13 ჩეჩენის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, ნათქვამია ევროპის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 13 ჩეჩენისთვის 80,500 ევროს გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დამატებით 4,000 ევროს გადახდა – სასამართლოს ხარჯების დასაფარავად.


ცამეტი ჩეჩენიდან ხუთი რუსეთის მთავრობას 2002 წლის ოქტომბერში გადასცეს. ჩეჩნები შიშობდნენ, რომ რუსეთში მათი ექსტრადიციის შემთხვევაში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ არ გაუქმებულა, მათ სიკვდილის ან წამების რეალური საფრთხე ემუქრებოდათ. ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავდნენ საქართველოს საპატიმროში მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. გასული წლის აპრილში საქართველოს მთავრობას 150,000 ევროს გადახდა მოუწია თენგიზ ასანიძისთვის, მას შემდეგ, რაც სასამართლომ თორმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ ასანიძის აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან გათავისუფლების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button