ახალი ამბები

სააკაშვილი მზად არის ბაღაფშს აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დროს თბილისში შეხვდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ 12 აპრილს კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველთან სტივენ მანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის სერგეი ბაღაფშს [აფხაზეთის ლიდერს] და ედუარდ კოკოითს [სამხრეთ ოსეთის ლიდერს] თბილისში შეხვდეს [ამერიკის პრეზიდენტის] ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს“ 10 მაისს. 


ამ განცხადებამ  გამოიწვია ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სტივენ მანმა, რომელმაც 11 აპრილს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები, შესთავაზა დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დროს თბილისში ჩამოსვლა. თუმცა, სტივენ მანმა განაცხადა, რომ მის ვიზიტს სოხუმში არაფერი ჰქონდა საერთო აშშ-ის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტთან საქართველოში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button