ახალი ამბები

სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა ვიზიტის მიზანი უცნობია, იუწყება 12 აპრილს “რია ნოვოსტი“.


აფხაზეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი მოჰყვა აშშ–ს დელეგაციის ერთდღიან ვიზიტს სოხუმში, რომელიც 11 აპრილს შედგა და რომელსაც კასპიის ენერგოსაკითხებსა და ევრაზიის კონფლიქტებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი ხელმძღვანელობდა.


11 აპრილიდან მოსკოვში იმყოფება ასევე დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც რუსეთის მთავრობასთან ეკონომიკურ  საკითხებს განიხილავს.

Back to top button