skip to content
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით 9 აპრილს გაემგზავრა ბრიუსელში, განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წინაშე აქტიურად აყენებს რუსეთთან საზღვრის მონიტორინგის საკითხს.


“მას შემდეგ, რაც რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა საქართველო–რუსეთის საზღვრის მონიტორინგი ეუთოს ეგიდით, ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, რათა დახმარება აღმოგვიჩინოს საზღვრის მონიტორინგის საქმეში, მითუმეტეს, რომ რუსეთს ევროკავშირში ვეტოს უფლება არ აქვს“, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამართა შეხვედრები  ბელგიის სენატისა და წარმომადგენელთა პალატაში.


გავრცელებული ინფორმაციით, იგი ასევე შეხვდება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას და ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button