ახალი ამბები

ბაღაფში სოხუმში ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 11 აპრილს სოხუმში ერთდღიანი ვიზიტით მყოფ აშშ–ს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი ხელმძღვანელობს,   იუწყება “რეგნუმი“.


შეხვედრაზე სტივენ მანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლება მხარს უჭერს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას და “ფიქრსაც კი გამორიცხავს ძალის გამოყენებაზე“.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ დროისთვის აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან განიხილოს მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.


რაც შეეხება აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს, ბაღაფშის თქმით, “აფხაზეთის ხელისუფლება ამ საკითხის განხილვას არავისთან არ გეგმავს“.


აშშ-ს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსიც შედის,  სოხუმიდან თბილისში დღესვე დაბრუნდება.


 

Back to top button