ახალი ამბები

ტალვიტიე: ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველო-რუსეთს შორის კარგი ურიერთობებით

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდეს.


“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, დასძინა ტალვიტიემ 8 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე. 


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, იმედოვნებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციების [საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის, სავიზო რეჟიმის გამარტივების და სხვა საკითხებზე] შედეგად მხარეები შეთანხმდებიან. “ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ეს მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდება“, დასძენს ტალვიტიე.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button