ახალი ამბები

ანქვაბზე ტერაქტის ერთ–ერთი ვერსია ქართულ სპეცსამსახურებს უკავშირდება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე 1 აპრილს განხორციელებული თავდასხმის შესახებ გამოძიება სამ ვერსიას ამუშავებს, იუწყება 7 აპრილს “აფსნიპრესი”. 


აფხაზეთის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ტერაქტი შეეძლო დაეგეგმა და განეხორციელებია ქართულ ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს აფხაზეთში საზოგადოებრივ–პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. 


ანქვაბზე თავდასხმაზე დანარჩენი ორი ვერსია უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას და გავლენიანი კრიმინალების მხრიდან დე ფაქტო პრემიერის დაშინების მცდელობას.


ალექსანდრე ანქვაბზე შეიარაღებული თავდასხმა 1 აპრილს უკვე მეორედ განხორციელდა. პირველად დე ფაქტო პრემიერ–მინისტრზე იერიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 28 თებერვალს მიიტანეს, თუმცა ორივე შემთხვევაში ანქვაბი უვნებელი გადარჩა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button