skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მზადაა ბაღაფშსა და კოკოითს თბილისში შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზად არის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებს თბილისში შეხვდეს.


“თუ უნდათ კოკოითსა და ბაღაფშს ჩემთან შეხვედრა აგერ არის თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. ჩამოვიდნენ და მომაკითხონ. მე არსად ჩაკითხვას არ ვაპირებ“, განუცხადა დღეს სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან თავიდანვე განაცხადა უარი სოჭში ჩასვლაზე.  “რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა უკეთესად უნდა მომზადდეს, სწორედ ამიტომ ვთქვი უარი სოჭში ჩასვლაზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტ პუტინისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის შეხვედრა 5 აპრილს მაინც შედგა სოჭში, რამაც ქართული მხარის პროტესტი გამოიწვია.


“ეს მიუღებელია, მეტადრე ჟენევის ფორმატის წინ, მაგრამ სამწუხაროდ, კვლავაც გვაქვს საქმე რუსეთის მხრიდან უგულებელყოფასთან იმ ძირითადი ასპექტისა, რასაც საერთაშორისო სამართალი ჰქვია. სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად რჩება, მაგრამ კომენტარი მხოლოდ ერთი შეიძლება ამაზე გაკეთდეს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცივილიზებული ქვეყნების ხელმძღვანელები ამ წესით არ ხვდებიან სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებს”, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button