ახალი ამბები

ქართული ტელეკომპანია რუსულ ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე საუბრობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართული მხარე თანახმაა ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანაზე სამი წლის ვადაში, 2009 წლის 1 იანვრამდე, თუ მანამდე ეს ბაზები “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებენ, რომლის დროსაც იკრძალება სამხედრო წვრთნების ჩატარება და პერსონალის როტაციის განხორციელება.


ამჟამად, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ექსპერტები ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისში კონსულტაციებს მართავენ.


“რუსთავი 2“-ის ცნობით, ქართული მხარე ასევე მზადაა მოიძიოს 10-15 მილიონი დოლარი საერთაშორისო დონორებისგან რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის, ასევე გადასცეს რუს სამხედროებს ბინები თბილისში, რომელთა გაყიდვის საშუალებაც მათ საქართველოდან წასვლისას მიეცემათ. თუმცა, თბილისი უარს აცხადებს გადაიხადოს კომპენსაცია ბაზების გაყვანის სანაცვლოდ, იტყობინება “რუსთავი 2“.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button