ახალი ამბები

ჟენევაში ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები იწყება

დღეს იწყება ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები ჟენევაში, რომელიც გაეროს ეგიდით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის [საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] ინიციტივით იმართება.


შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, რომელიც მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობს, ხოლო რუსეთს მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი წარმოადგენს.


გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის საკითხები. დაგეგმილია ასევე ეკონომოკური რეაბილიტაციის პროექტების განხილვაც.


ჟენევის ფორმატით უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, თუმცა აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო მასში ქართულ და აფხაზურ მხარეებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button