
ახალი ამბები
კობა ხაბაზი ბათუმიდან სახელმწიფო კანცელარიაში ინაცვლებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მოადგილე და ჯანდაცვის მინისტრი კობა ხაბაზი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს აჭარის მთავრობაში ხაბაზის თანამდებობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)