ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრი გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპის იოანე პავლე II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაუგზავნეს კარდინალ იოზეფ რაცინგერს, ვატიკანის კარდინალთა წმინდა კოლეჯის დეკანს, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 აპრილს.


პრეზიდენტის სამძიმრის წერილში ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ისტორიულ როლს, რომელიც იოანე პავლე II-მ ითამაშა მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ევროპის კონტინენტზე კომუნიზმის დაცემის, მსოფლიოში უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში, ასევე იმ დიდ დამსახურებას, რაც რომის პაპს მიუძღვის მსოფლიოს ქრისტიანთა და სხვდასხვა კონფესიების ურთიერთდაახლოების საქმეში.


 

Back to top button