skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი სოჭის შეხვედრაზე სააკაშვილის უარს ნეგატიურად აფასებს

რუსეთში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის   წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი “დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარებაზე თავის არიდების მცდელობად“ აფასებს პრეზიდენტ სააკაშვილის უარს სოჭის შეხვედრაზე. მოსკოვის ინიციატივით სოჭში, 2-3 აპრილს უნდა გამართულიყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერთა შეხვედრა.


“ამ ინიციატივის უარყოფა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ქართულ მხარეს არ სურს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგის შესაძლებლობის გამოყენება“,  იუწყება 4 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი მედოევის სიტყვებზე დაყრდნობით.


პრეზიდნეტმა სააკაშვილმა 3 აპრილს ტელეკომპანი “რუსთავი2“-ის ეთერში დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე. “ამგვარი შეხვედრების გამართვას მაშინ აქვს აზრი, თუ წინასწარ კარგად მომზადდება. ყველა შეხვედრა გარკვეული შედეგით უნდა დასრულდეს“, დასძინა პრეზიდენტმა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button