
ბუში და იუშჩენკო საქართველოს მხარს უჭერენ
აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ვიქტორ იუშჩენკომ აშშ–სა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ განცხადებაში საქართველოსადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
“ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ზურგს გავუმაგრებთ რეფორმებს, დემოკრატიას, ტოლერანტობას და ყველა საზოგადოებისადმი პატივისცემის გათვალისწინებით საქართველოსა და მოლდავეთში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, და ასევე მხარს დავუჭერთ თავისუფლების წინსვლას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელორუსია და კუბა. ღია საზოგადოებების მოქალაქეებს რწმენის თავისუფლება გააჩნიათ და ჩვენ მოწოდებული ვართ რელიგიური ტოლერანტობა გლობალურად ვუზრუნველყოთ“, ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)