ახალი ამბები

სააკაშვილმა პუტინთან, კოკოითთან და ბაღაფშთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა მოსკოვის წინადადებაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან  – სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან შეხვედრის თაობაზე სოჭში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 3 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.


“მართლაც არსებობდა წინადადება სოჭში შეხვედრის გამართვის თაობაზე … თუმცა ამგვარი შეხვედრის გამართვას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ იგი წინასწარ კარგად მომზადდება. ყველა შეხვედრა გარკვეული შედეგით უნდა დასრულდეს. შეხვედრის ჩატარებას მხოლოდ შეხვედრის გულისთვის აზრი არ აქვს”, განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button