skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში იკრიბებიან

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები 3-4 აპრილს მოსკოვში შეიკრიბებიან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”.


გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრები აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტების მომავალი შეხვედრის საკითხებს შეათანხმებენ, რომელიც სოხუმში გაიმართება. მინისტრები ასევე მოამზადებენ დოკუმენტს ამ სეპარატისტულ რეგიონებს შორის თანამშრომლობის შესახებ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button