ახალი ამბები

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელების გამოსავლენად ჯილდო დაწესდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 5,000 აშშ დოლარს სთავაზობს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება გამოძიებას გამოავლინოს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორები, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ანქვაბი უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს, როდესაც 1 აპრილს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, არც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და არც ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია არ დაშავებულან. ინციდენტის შედეგად მხოლოდ მძღოლი დაიჭრა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button