ახალი ამბები

სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტზე კომენტარს აკეთებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაუგეგმავ ვიზიტში, რომელიც 1-2 აპრილს შედგა, გასაოცარი არაფერია.


“როცა არსებობს განსახილველი საკითხები და მათი არარსებობის შემთხვევაშიც კი, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ვესტუმროთ წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ყოველთვის გვექნება სასაუბრო მეზობლებთან, რადგანაც ჩვენ ურთიერთდაკავშირებულები ვართ და ბევრი საერთო პრობლემებიც გვაქვს; სულელი უნდა იყო, რომ უარყო ამგვარი კონტაქტები“, განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ რობერტ ქოჩარიანი თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თხოვნის შედეგად ჩამოვიდა. “სომხეთი დამოუკიდებელი და საქართველოს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი სახელმწიფოა“, დასძინა სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button