ახალი ამბები

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები გუდაურში იმყოფებიან

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და რობერტ ქოჩარიანი არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 1 აპრილს სამთო კურორტ გუდაურში ჩავიდნენ, სადაც პირისპირ შეხვედრაზე მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2 აპრილს. 


პრეზიდენტ სააკაშვილი განცხადებით, პრეზიდენტები ერთმანეთთან არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში შეხვედრას ადრეც გეგმავდნენ.


“ჩვენ მეზობლებთან ცერემონიები და პოლიტიკური შეზღუდევბი არ გვჭირდება… ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთს ვესტუმროთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 1 აპრილს.  


რობერტ ქოჩარიანი, რომელიც თბილისში 1 აპრილს ჩამოვიდა, ერევანში დღეს საღამოს გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button