ახალი ამბები

ეუთო კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და სლოვენიის საგაერო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის განცხადებით, ეუთო დაინტერესებულია საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. 
 
“ეუთო ყოველთვის ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით მოგვარებას. ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში არ შედის სხვა ტერმინი”, განაცხადა 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი რუპელმა.
 
რუპელის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის მთავარია საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება, კერძოდ, საკანონმდებლო სფეროში.


მისი თქმით, საჭიროა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესის დაწყება.  “უნდა დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის დაწყებას“.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უმოკლეს პერიოდში ორგანიზაციაში შევა საქართველოს მთავრობის დეტალური გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. “უფრო დეტალურ შეფასებებს ჩვენ შემდგომ გავაკეთებთ“, დასძინა რუპელმა.

Back to top button