skip to content
ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი თბილისში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოდის

დღეს არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჩამოდის თბილისში, საიდანაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გუდაურში გაემგზავრება.


ეს ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე განიხილება რეგიონალური და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ასევე განიხილება სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების პრობლემატიკაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button