ახალი ამბები

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტი ბელორუსიის მოვლენებით შეშფოთებულია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც გამოხატა შეშფოთება ბელორუსიის დედაქალაქში, მინსკში 25 მარტს გამართული ოპოზიციის მიტინგის 150-მდე მონაწილის დაპატიმრების გამო. 


“ჩვენ გვსურს, მივმართოთ ბელორუსიის ხელისუფლებას, პატივი სცეს მისი მოქალაქეების ფუნდამენტალურ, ადამიანისა და პოლიტიკურ უფლებებს და რაც შეიძლება სწრაფად გაანთავისუფლოს დაკავებული მოქალაქეები, რომელთა დიდი ნაწილი არასრულწლოვანები არიან“, ნათქვამია განცხადებაში. 


კომიტეტი ასევე მოუწოდებს, ბელორუსიის მთავრობას საპყრობლიდან გამოუშვას ოპოზიციონერი პოლიტიკური პატიმრები. 



 

მსგავსი/Related

Back to top button