ახალი ამბები

თბილისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სტუმრობს

დღეს თბილისში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი რუპელი ჩამოვიდა.


იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.


 ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის პროექტი და ეუთოს როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი რუპელთან ერთად საქართველოს სტუმრობს სლოვენიის ბიზნესმენთა ჯგუფი.  სლოვენიის მხარე დაინტესებულია საქართველო-სლოვენიის ბიზნეს-ფორუმის ორგანიზების საკითხითაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button