
ახალი ამბები
ქართული სამშვიდობო ასეული კოსოვოში მიემგზავრება
საქართველოს შეიარაღებული ძალების მორიგი ასეული დღეს გერმანიაში გაემგზავრა. ერთთვიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ სამხედროები კოსოვოში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში გასული წლის ოქტომბრიდან იღებენ მონაწილეობას.
ქართული სამშვიდობო მისია კოსოვოში 2004 წლის აპრილიდან ხორციელდება.