ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ყირგიზეთს ეწვევიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა ბორის ტარასიუკი 31 მარტს ყირგიზეთში გაემგზავრებიან “რათა ადგილზე გაეცნონ იქ არსებულ სიტუაციას“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, საქართველო თვალყურს ადევნებს ყირგიზეთში არსებულ სიტუაციას, რადგანაც “საქართველო არ არის გულგრილი იქ მიმდინარე მოვლენების მიმართ“.


გომიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრების ყირგიზეთში ვიზიტის თაობაზე 29 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს იქნა მიღებული.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “საქართველოს ფაქტორმა კატალიზატორის როლი“ შეასრულა ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების დროს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button