ახალი ამბები

მოსკოვი ბუშის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 30 მარტს კომენტარი გააკეთა აშშ–ს პრეზიდენტის მაისში დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ლატვიაში, ნიდერლანდებსა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ შედგება.

“ფაშიზმის წინააღმდეგ მოკავშირეები და ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ დღევანდელი პარტნიორები, რუსეთი და აშშ დაინტერესებულები უნდა იყვნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში, მასში ჩართული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, რამაც უნდა გამორიცხოს მათი [კონფლიქტების]ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მცდელობები. ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხები იქნება განხილული აშშ–ს პრეზიდენტისა და საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე“, აცხადებს იაკოვენკო. 

Back to top button