ახალი ამბები

საქართველოს ამერიკელ ექსპერტთა დელეგაცია სტუმრობს

27 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს სტუმრობს ამერიკელ ექსპერტთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გარდამავალ დემოკრატიათა პროექტის პრეზიდენტი ბრიუს ჯექსონი,”ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტი რენდი შოინემანი და “ახალი ამერიკული საუკუნის“ წარმომადგენელი გარი შმიტი.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ სახის ვიზიტები რეგულარულ ხასიათს ატარებენ და მიზნად ისახავენ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით.

Back to top button