skip to content
ახალი ამბები

შინაგანი ჯარის ტყიბულის ბატალიონის ჯარისკაცები მათ გაურკვეველ სტატუსს აპროტესტებენ

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასული შინაგანი ჯარის აწ უკვე გაუქმებული ტყიბულის ბატალიონის ჯარისკაცები ნაწილის გაუქმებას და სამი თვის მანძილზე ხელფასის მიუღებლობას აპროტესტებენ. ამასთან, აღნიშნული ბატალიონის კუთვნილი შეიარაღება 17 მარტს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.


ჯარისკაცების ნაწილმა, რომელთა სტატუსიც თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო გაურკვეველი რჩება, უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე. ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ განმარტავს, თუ რა ბედი ელით მათ.


“როგორც ირკვევა, სამხედრო გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ უმუშევრები ვრჩებით“, განაცხადა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დავით ღვინჯილიამ.


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი2“–თან საუბარში აცხადებს, რომ “მათ [ჯარისკაცებს] აქვთ საშუალება გაიარონ შესაბამისი კონკურსი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამხედრო პროგრამებში“. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი შინაგანი ჯარი უკვე რამოდენიმე თვეა, რაც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ოფიციალურად გადავიდა. 

Back to top button