ახალი ამბები

ლოშჩინინი საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 17 მარტს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის საკითხზე მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობის ფარგლებში  საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი და ქართველი მესაზღვრეების წვრთნის პროექტი, რომელიც ეუთოს ეგიდით უნდა წარიმართოს.


ქართულმა მხარემ 10 მარტს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მოსკოვი მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამისადმი ისეთივე “არაკონსტრუქციულ“ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, როგორი პოზიციაც დაიკავა მოსკოვმა რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მიმართ, როცა მის გაგრძელებას ვეტო დაადო.

მსგავსი/Related

Back to top button