skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტთა ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის ლიდერები სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და არკადი გუკასიანი ერთმანეთს 16 მარტს მოსკოვში შეხვდნენ, იტყობინება დღეს სააგენტო “ინტერფაქსი“.


“ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, სამი ლიდერი შეთანხმდა, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტთა მორიგი შეხვედრა სოხუმში, აპრილში გაიმართება.

თუმცა სომხური სააგენტო “მედიამაქსის” ცნობით, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, გუკასიანი მსგავ შეხვედრაში მონაწილეობას არ გეგმავდა, რადგან საკითხი არც კი ყოფილა განხილული ყარაბაღის მხარესთან.

15 მარტს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონების ლიდერები შეხვედრას გეგმავენ თავიანი პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button