ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს

სამართალდამცავებმა ბორჯომი-ახალციხის მახლობლად სოფელ კლდესთან 5 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გააუვნებელყვეს. სოფლის სიახლოვეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.


15 მარტს ფოთში გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე დისტანციური მართვის მექანიზირებული ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი/Related

Back to top button