skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მოლდოვას ოპოზიციის ლიდერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 მარტს მოლდოვას ოპოზიციური პარტიის “ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერი იური როშკა მიიღო. 


პრეზიდენტის თქმით, ხელისუფელბა მზად არის დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ორიენტაციის მქონე ყველა ადამიანთან ითანამშრომლოს. 


“ამ მხრივ მოლდოვას “ქრისტიან დემოკრატები“ ისევე, როგორც ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლება, რომელმაც დაბრკოლების მიუხედავად თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების (6 მარტს) გამართვა შეძლო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ევროპული ორიენტაციის ყველა ძალას შორის დიალოგის საჭიროებას.


“საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით“, განაცხადა პრეზიდენტმა.


სააკაშვილი თანამშრომლობას აპირებს როგორც “დემოკრატებთან“, ისე მოლდოვას ახალ ხელისუფლებასთან, “რომელსაც ამ ქვეყნის ახალი პარლამენტი მალე აირჩევს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button