ახალი ამბები

ოთხი უწყებათაშორისი ჯგუფი IPAP-ის შესრულებას უზრუნველყოფს

ნატოსთან ინდივიდუალური პარნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელებისთვის მთავრობაში შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომელებიც უზრუნველყოფენ IPAP–ით გათვალისწინებულ რეფორმათა განხორციელებას ოთხ სხვადასხვა მიმართულებით. ესენია:


1. პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები – ამ მიმართულებას კურირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და პირადად სალომე ზურაბიშვილი გაუწევს;

2. საზოგადოებრივი ინფორმაციის, მეცნიერების, გარემოს დაცვის და სამოქალაქო კრიზისის მართვის სამუშაო ჯგუფს – შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელბს;

3. თავდაცვის უსაფრთხოების და სამხედრო საკითხებს – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი;

4. ადმინისტრაციული, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რესურსების მართვის საკითხებს – ფინანსთან მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი.


პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის ინფორმაციით, სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი თავმჯდომარეობს და რომელსაც IPAP–ით გათვალისწინებულ რეფორმათა განხორციელება ევალება, მონიტორინგს  გაუწევს ცალკეულ უწყებებში სამოქმედო გეგმით გათავლისწინებულ ვალდებულებების შესრულებას, რის შემდგომაც მოხდება საკომიტეტო მოსმენები.


4 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში შედგა მოსმენა, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა პარლამენტარებს IPAP–ის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მსგავსი/Related

Back to top button