
სერგეი ივანოვი პრევენციული დარტყმების თაობაზე კომენტარს აკეთებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არასოდეს დაუსახელებია საქართველო მისი პრევენციული დარტყმების „კონკრეტულ სამიზნედ“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ოფიციალურ პირთა თხოვნაზე ევროკავშირისადმი საზღვარზე საერთოშირისო მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან პრევენციული დარტყმების თავიდან აცილების მიზნით.
„ეს საკითხი მუდმივად მუსირებს საქართველოს ხელისუფლების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასოდეს დაგვისახელებია საქართველო კონკრეტულ სამიზნედ“, განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ „რუსეთი იტოვებს უფლებას განახორციელოს პრევენციული დარტყმები საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“.
რუსეთი საქართველოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების და საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების დამალვაში სდებს ბრალს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 2 მარტს ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მოსკოვი საქართველოს პრევენციული დარტყმებით ემუქრება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა ეფექტურობა „ნულის ტოლია“.