ახალი ამბები

სოხუმს მოსკოველი დიპლომატები სტუმრობენ

თვითგამოცხადებულ აფხაზეთს დღეს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი და საგანგებო დავალებათა ელჩი მიხაილ ბოჩარნიკოვი ესტუმრნენ, იუწყება სააგენტო “რეგნუმი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
 
ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები შეხვდებიან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას, პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.
“რეგნუმის“ ცნობით, მოგვიანებით იგეგმება სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას საპასუხო ვიზიტი მოსკოვში. “ჩვენ მოსკოვში კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენთ”, განაცხადა 18 თებერვალს სერგეი ბაღაფშმა.

Back to top button