ახალი ამბები

გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას განცხადებით,  პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 თებერვალს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე.


პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, კაპანაძეს შეცვლის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. ხოლო კაპანაძე შეასრულებს სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობებს.  


ეს უკვე მეორე საკადრო ცვლილებაა გენერალურ შტაბში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ვახტანგ კაპანაძემ, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, გენერალური შტაბის მეთაურის თანამდებობაზე გასულ აგვისტოს გივი იუკურიძე შეცვალა.


გაგლოევას თქმით, საკადრო ცვლილება მიზნად ისახავს რეფორმების ხელშეწყობას ქართულ არმიაში.  

მსგავსი/Related

Back to top button