ახალი ამბები

მერაბიშვილი: ამერიკელი დიპლომატის საცხოვრებელთან მომხდარი აფეთქება მას არ უკავშირდებოდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 11 თებერვალს ამერიკელი დიპლომატის საცხოვრებელი სახლის ეზოში თბილისში მომხდარი აფეთქება უკავშირდებოდა არა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელს, არამედ იმავე ეზოში მცოვრები ბიზნესმენის დაშინებას.


“იყო გარკვეული შეშფოთება დიპლომატიურ წრეებში ამ აფეთქების გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გახსნამ მათი შეშფოთების საფუძველი გაანეიტრალა”, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


მისი თქმით, დაკავებულები არიან აფეთქების როგორც ორგანიზატორები, ისე შემსრულებლები, რომელთა ქმედებაც მიზნად ისახავდა იმავე ეზოში მცხოვრები ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით დაშინებას. თუმცა მინისტრმა არ დაასახელა ბიზნესმენის ვინაობა “მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”.


“ეს საქმე მეორე დღესვე გაიხსნა, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილთა – თემურ ქურდიანისა და დათო მღებრიშვილის დაკავება დღეს მოხდა”, განაცხადა 18 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა.

Back to top button