ახალი ამბები

მესტიაში 32 ერთეული საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

საქართველოს საზღვის დაცვის დეპარტამენტის  ცნობით, 17 თებერვალს რეგიონული სამმართველო “მესტიის” მესაზღვრეებმა ზემო სვანეთში, მესტიის ყოფილი საავადმყოფოს მშენებარე ობიექტზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას მიაკვლიეს.


კერძოდ, აღმოჩენილია რპგ-7 ტიპის 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი, სამი კომპლექტი პგ7-ლ ტიპის ყუმბარმტყორცნის ჭურვი რეაქტიული გამშვებით, რპგ-7 ტიპის ჭურვი და თორმეტი პგ-7ლ გამშვების გარეშე, ოთხი რპგ-ს ტიპის პგ-7მ ჭურვი გამშვების გარეშე, ექვსი რპგ-3მ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა კაფსულის გარეშე, ოთხი მონ-100 ტიპის ტანკაწინააღმდეგო ნაღმი და ერთი ყუმბარმტყორცნი “მუხა” ვპ-18-ი.


საბრძოლო მასალები ამოღებულია და გადატანილია საზღვის დაცვის “მესტიის” რეგიონული სამმართველოს შეიარაღების საწყობში.

Back to top button