ახალი ამბები

ლავროვი საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს შეხვედრები გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან.


შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პრინციპულ პოზიციას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


“ეს ბაზები ვერ დარჩებიან საქართველოში მომდევნო შვიდი-რვა წელი. მათი გაყვანის ვადებზე შეთანხმება უახლოესი ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.     

Back to top button