skip to content
ახალი ამბები

ბადრი ბიწაძე სერგეი ივანოვის განცხადებას “აბსურდულს” უწოდებს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე “აბსურდულს“ უწოდებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებას, საქართველოდან ჩეჩნეთში “ტერორისტების“ გადასვლის შესახებ.
 
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსი და ქართველი მესაზღვრეების ინტენსიური თანამშრომლობის პროცესში არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, განაცხადა 14 თებერვალს “რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში ბადრი ბიწაძემ.  


მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე სისტემატურად ხორციელდება ერთობლივი პატრულირება და საჰაერო დაზვერვა, “რის შედეგადაც საზღვრის დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა”.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა საქართველოდან ჩეჩნეთში “ტერორისტების” გადასვლის შესახებ განცხადება 12 თებერვალს, მიუნხენში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

Back to top button