
ახალი ამბები
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია ჟან მარი გიენოს ვიზიტი აფხაზეთში, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი 17 თებერვლამდე გაგრძელდება.