ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”.


სამართალდამცავი სტრუქტურები 2004 წელს არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი, წამებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამო.


“ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლა”, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა 13 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სემინარი გახსნა. სემინარის ორგანიზატორები იყვნენ  რაულ ვოლენბერგის სახელობის ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ომბუდსმენის ოფისი.  

Back to top button